Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა კომუნისტური პარტიიდან გარიცხა რანგით მეორე გენერალი და კიდევ რვა პირი


ჰე ვეიდონი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში 2022 წელს დაინიშნა.
ჰე ვეიდონი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში 2022 წელს დაინიშნა.

ჩინეთის მეორე უმაღლესი რანგის გენერალი და მაღალი თანამდებობის კიდევ რვა პირი მმართველი კომუნისტური პარტიიდან და სამხედრო ძალებიდან გარიცხეს კორუფციასთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებების გამო. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ გავლენიანი ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჰე ვეიდონმა და გამოძიების ქვეშ მყოფმა კიდევ რვა პირმა უხეშად დაარღვიეს პარტიული დისციპლინა და რომ მათი გადაცდომა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

ჰე ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირია, რომელიც ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ანტიკორუფციულ წმენდაში მოჰყვა. ის ჩინეთის 24-წევრიანი პოლიტბიუროს წევრიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარიცხვა მხოლოდ არმიაზე არ აისახება.

ჰე ცენტრალურ სამხედრო კომისიაში 2022 წელს დაინიშნა და საზოგადოებაში ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. მანამდე ის მეთაურობდა აღმოსავლეთ ტერიტორიების სარდლობას, რომელიც, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ტაივანის წინააღმდეგ ოპერაციებზე იქნება პასუხისმგებელი.

სი ძინპინმა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევის პირველი ვადისას კორუფციის წინააღმდეგ მრავალწლიანი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მრავალი გავლენიანი პოლიტიკური კონკურენტი და ათასობით თანამდებობის პირი დაისაჯა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ახლაც გეგმავს გარე ძალებთან შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ოფიცრების ფართომასშტაბიანი წმენდას და ანტიკორუფციული კამპანიის გაგრძელებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG