Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საავადმყოფო დაზიანდა ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად

საავადმყოფო დაზიანდა ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში გაჩენილ ხანძარს
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში გაჩენილ ხანძარს

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. შეტევა 13 აპრილს, ღამით იყო.

ინფორმაცია შედეგების შესახებ 14 აპრილს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელებით გაავრცელა ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა.

მერის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობა, მათ შორის საოპერაციო. ტრუხანოვის თანახმად, პაციენტები არ დაშავებულან. სამედიცინო დაწესებულების გარდა დაზიანებულია სახლები და ავტომაგისტრალი. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 5 ადამიანი.

14 აპრილს დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ხარკოვის სალტოვის რაიონში მდებარე საწარმო, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მერის თანახმად, რუსული დრონი მოხვდა საწყობებს, სადაც სურსათი ინახებოდა. დაზიანებულია ახლომდებარე კერძო სახლებიც. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG