Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სანტო-დომინგოში ღამის კლუბის ნგრევის შედეგად

90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სანტო-დომინგოში ღამის კლუბის ნგრევის შედეგად


დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავი 8 აპრილს, საღამოს ჩამოინგრა.
დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავი 8 აპრილს, საღამოს ჩამოინგრა.

სულ მცირე, 98 ადამიანი დაიღუპა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ღამის კლუბის სახურავის მთლიანად ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ტრაგედია 8 აპრილს, საღამოს მოხდა. სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სანტო-დომინგოს პოპულარულ კლუბ Jet Set-ში, სადაც მერენგეს ცნობილი შემსრულებლის, რუბი პერესის კონცერტი მიმდინარეობდა, სხვადასხვა მონაცემით, 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა.

ტრაგედიის ადგილზე მივიდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლუის აბინადერი, რომელმაც მთავარ მიზნად დაასახელა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მონტე-კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი.

ქვეყნის პრეზიდენტმა სანტო-დომინგოს კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

კარიბის ზღვის აუზის ქვეყანა, დომინიკის რესპუბლიკა, ტურისტებში პოპულარული ადგილია. ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 11 მილიონზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG