Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მარტში საქართველოდან 97 უცხოელი გააძევეს

მარტში საქართველოდან 97 უცხოელი გააძევეს


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

გასულ თვეში საქართველოდან 97 უცხოელი გააძევეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - წერია განცხადებაში.

საქართველოდან გააძევეს ინდოეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის მოქალაქეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG