Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პუტინმა ბადრა გუნბა "ინაუგურაციის" შემდეგ მოსკოვში დაპატიჟა

პუტინმა ბადრა გუნბა "ინაუგურაციის" შემდეგ მოსკოვში დაპატიჟა


ბადრა გუნბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი
ბადრა გუნბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია. ეს ინფორმაცია კრემლის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

„გულწრფელად მოხარული ვიქნები, გიხილოთ რუსეთის დედაქალაქში ამ ღირსშესანიშნავ დღეს“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პუტინის თანახმად, „გამარჯვების დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და აფხაზეთის ძმური ხალხებისთვის“.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 2 აპრილს, ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა. ღონისძიება სოხუმში, ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში შედგა.

ცერემონიას ესწრებოდნენ "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები", ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელები, "რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ელჩები", ასევე ვენესუელის და სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) წარმომადგენლები და ა.შ.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ. შემდეგ კი გუნბამ დადო ფიცი აფხაზურ ენაზე, რასაც მოჰყვა მისი მოკლე საპროგრამო სიტყვა.

1 მარტს გამართული "არჩევნების" მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო. მას ხმა 54 954-მა ადამიანმა მისცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG