Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ


ამერიკელი სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი(მარცხნივ) და ლინდსი გრემი
ამერიკელი სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი(მარცხნივ) და ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატში წარდგენილია ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.

რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება, თუ ის უარს იტყვის უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე და მშვიდობის დამყარების შემდეგ ისევ მიმართავს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო შეჭრას.

აშშ-ის სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა.

კანონპროექტს მხარს უჭერს სენატის 100-დან 50 წევრი. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს უკრაინაში ომის დასრულება, გასულ კვირაში არ გამორიცხა, რომ თუ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს და მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, რუსულ ნავთობს მეორად ტარიფებს დაუწესებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG