Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ

ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა ლიბანიდან გასროლილი რაკეტების საპასუხოდ


ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგები ბეირუთში. 28 მარტი, 2025.
ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგები ბეირუთში. 28 მარტი, 2025.

ისრაელმა ბეირუთზე დარტყმა განახორციელა პარასკევს ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ. შარშან ნოემბერში ისრაელსა და პროირანულ შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების მეორე შემთხვევა იყო.

ჰეზბოლამ ორივეჯერ უარყო თავდასხმებში მონაწილეობა. დაჯგუფება ისრაელსა და შეერთებულ შტატებში ტერორისტულად არის აღიარებული. ევროკავშირი ტერორისტულად მიიჩნევს მის გასამხედროებულ ფრთას.

ისრაელის სამხედროებმა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბან დაჰიეს დაარტყეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, დაეტოვებინა ტერიტორია და გააფრთხილა ხალხი, რომ ისინი იმყოფებიან „ჰეზბოლას ობიექტების მახლობლად და სასწრაფოდ უნდა იქნენ ევაკუირებული“.

ისრაელის გაფრთხილებამ პანიკა გამოიწვია: მშობლებმა სასწრაფოდ წაიყვანეს ბავშვები სკოლებიდან, რომლებიც სწრაფად დაიხურა და გზებზე საცობები წარმოიქმნა, როდესაც მოსახლეობა ცდილობდა დაეტოვებინა სახიფათო ზონა, იუწყება AFP-ის კორესპონდენტები.

ისრაელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო „ჰეზბოლას ქვედანაყოფ აერო 127-ის უპილოტო საფრენი აპარატების შესანახი ობიექტი დაჰიეს რაიონში - ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტების მთავარი დასაყრდენი“. შარშან დაჯგუფებასთან ისრაელის ომის დროს ეს ტერიტორია ძლიერად დაიბომბა.

ჰეზბოლას ლიდერი ნაიმ ყასემი მოგვიანებით პარასკევს სიტყვით უნდა გამოსულიყო სამხრეთ ბეირუთის გარეუბანში, მაგრამ ღონისძიება გაუქმდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG