აშშ-ს და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინ პინი საერთაშორისო კონცერნების ხელმძღვანელებს, რომლებიც პეკინში იმყოფებიან, თავისი ქვეყნის დადებით მხარეებზე ესაუბრა.
ჩინეთის დედაქალაქში, სახალხო კრებათა დიდ დარბაზში, სიმ მიიღო სიმენსის ხელმძღვანელი როლანდ ბუში, “მერსედეს-ბენცის” ხელმძღვანელი ოლა კელენიუსი და BMW-ს შეფი ოლივერ ციპსი.
სის თქმით, უცხოეთის ფირმები ჩინეთის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩინეთის მმართველი თვლის, რომ ჩინეთში ინვესტიცია არის საკუთარ საწარმოებში სამომავლო ინვესტიცია.
ჩინეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საერთაშორისო კონცერნებისთვის, თვლის სი.
2024 წელს უცხოეთიდან ინვესტიციები ჩინეთში 2008 წლის დონემდე შემცირდა.
ჩინეთის ეკონომიკისთვის ამასთან ზეწოლას წარმოადგენს ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადი.
ამის გამო გაჩენილი ხარჯები საუბრის თემა იქნება ევროკავშირის ვაჭრობის კომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება.
ფორუმი