Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები "დამზღვევ ძალებს" გაგზავნიან უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ

მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები "დამზღვევ ძალებს" გაგზავნიან უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ე.წ. "მსურველთა კოალიციის" სამიტზე პარიზში. 27 მარტი, 2025 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ე.წ. "მსურველთა კოალიციის" სამიტზე პარიზში. 27 მარტი, 2025 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 27 მარტს განაცხადა, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი უძღვებიან უკრაინაში ე.წ. “დამზღვევი ძალების“ გაგზავნის ძალისხმევას რუსეთთან კონფლიქტში მშვიდობის მიღწევის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს იდეა ყველა ევროპელ მოკავშირეს არ მოეწონება.

27 მარტს პარიზში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი.

„ეს “დამზღვევი ძალები“ ბრიტანულ-ფრანგული ინიციატივაა, რომელიც სურს უკრაინას“, - განაცხადა მაკრონმა.

„ამ საკითხში არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ერთსულოვნება ამის გასაკეთებლად“, - დასძინა მან და განაცხადა, რომ ფრანგულ-ბრიტანული დელეგაცია უახლოეს დღეებში გაემგზავრება უკრაინაში, რათა განიხილონ ეს საკითხი და უკრაინის არმიის მომავალი ფორმა.

მაკრონის თქმით, მოკლევადიან პერიოდში მისი ქვეყანა აპირებს ორი მილიარდი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას.

შეხვედრაში 30-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

ასევე ნახეთ


ფორუმი

XS
SM
MD
LG