Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელმა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა გადაიტაცა

ისრაელმა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა გადაიტაცა


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, იერიში მიიტანეს იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე. 15 მარტი, 2025 წელი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, იერიში მიიტანეს იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე. 15 მარტი, 2025 წელი

ისრაელმა გადაიტაცა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა, სანამ ისინი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ, ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

27 მარტს სარაკეტო განგაში გაისმა ისრაელის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, თელ-ავივში.

იემენის ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეებმა მიზანში ამოიღეს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი თელ-ავივის მახლობლად, ასევე სამხედრო სამიზნეც, და თავს დაესხნენ ამერიკულ სამხედრო გემს.

შესაძლო დარტყმების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არ ყოფილა. იემენელი მეამბოხეების თქმით, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, აშშ-ის სამხედროებმა 26 მარტს კვლავ შეუტიეს ორგანიზაციის პოზიციებს იემენში.

მათთან დაკავშირებული მედია იტყობინება სულ 15 საჰაერო თავდასხმის შესახებ დედაქალაქ სანაასა და მის შემოგარენში.

ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს. მათ ისრაელზე შეტევა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი მოწყობილობებით დაიწყეს 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და პალესტინის ექსტრემისტულ დაჯგუფებას, ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შორის ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლახან გააძლიერა თავისი სამხედრო ოპერაციები იემენში, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ობიექტებზე, მეამბოხეების განმეორებითი თავდასხმების შემდეგ საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებზე წითელ ზღვაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG