Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გოგავამ და ყურაშვილმა პარტიული პოსტები დატოვეს, „ოცნების“ კომისიას პარტიული აფილაციის გარეშე დაესწრებიან - ენმ

გოგავამ და ყურაშვილმა პარტიული პოსტები დატოვეს, „ოცნების“ კომისიას პარტიული აფილაციის გარეშე დაესწრებიან - ენმ


ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და პარტიული აფილიაციის გარეშე დაესწრებიან „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას, რადგან თავს ვალდებულად თვლიან, ნებისმიერ კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხონ, - ამბობენ პარტიაში.
ზაზა გოგავამ და მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და პარტიული აფილიაციის გარეშე დაესწრებიან „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას, რადგან თავს ვალდებულად თვლიან, ნებისმიერ კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხონ, - ამბობენ პარტიაში.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც "ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევს, აცხადებს, რომ სხდომას დაესწრებიან პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები, გენერლები ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.

პარტიის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების გადაწყვეტილება გენერლებმა ჯერ კიდევ 2025 წლის 18 თებერვალს მიიღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე.

„სხდომაზე გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“, - აცხადებს პარტია, რომლის თანახმად, შესაბამისად, ისინი დღეს კომისიაზე მივლენ „ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე“.

„გენერალი გოგავა და გენერალი ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“.

„გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნით „ამ გამარჯვების რევიზირებაა „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი“.

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მისამართით სხდომებზე ხშირად ისმის ბრალდებები, რომელთა შესახებ „ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები მრავალი წელია ლაპარაკობენ.

ერთ-ერთი საკვანძო თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „საპარლამენტო გამოძიება“ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „კრემლის ინტერესების შესაბამისად”, „ომის დაწყებაში ქართული მხარის დასადანაშაულებლად” წამოიწყო.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის 27 მარტის სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი არიან დაბარებული.

კომისიაზე წინა დღეებში განიხილეს რამდენიმე ბიზნესის საქმე, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ძალაუფლების გადამეტებას, ქონების მისაკუთრებას და სხვა საკითხებს.

კომისიაზე არ გამოცხადდნენ „ლელოს“/„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამის გამო მათ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ - კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG