Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დაკვამლიანება იყო მეტროსადგურ “დელისზე”

დაკვამლიანება იყო მეტროსადგურ “დელისზე”


მეტროსადგურ “დელისის” ბაქანი
მეტროსადგურ “დელისის” ბაქანი

26 მარტს, დაახლოებით 22:50 საათზე, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურ “დელისის” ბაქანზე, დაკვამლიანება იყო. კვამლი ბაქანზე მდგარი მატარებლის სავალი ნაწილებიდან ამოდიოდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები “რადიო თბილისმა” გაავრცელა. მასში ჩანს, რომ იმ დროს ვაგონები მგზავრებისგან დაცალეს, ერთმა პირმა კი ცეცხლმაქრი გამოიყენა.

რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ხანძარი არ გაჩენილა, კვამლი კი ნაწილის გადახურებამ გამოიწვია - ეს მატარებელი დროებით მოიხსნა ხაზიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG