Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჩეხეთში აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის ქარხანაში

ჩეხეთში აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის ქარხანაში


საილუსტრაციო ფოტო: აფეთქება ფეიერვერკების საწყობში. ელინ-პელინი, ბულგარეთი. 25 ივლისი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: აფეთქება ფეიერვერკების საწყობში. ელინ-პელინი, ბულგარეთი. 25 ივლისი, 2024.

ცენტრალურ ჩეხეთში, ქალაქ პოლიჩკასთან ახლოს, საწყობში ასაფეთქებელი ნივთიერება ტრინიტროტოლუოლის (TNT) აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

აფეთქება სამშაბათს დილით მოხდა. საწყობი იჯარით აქვს აღებული ჰოლდინგურ კომპანია STV Invest-ს. როგორც სააგენტო CTK იტყობინება, STV Group-ის ქარხანა პოლიჩკაში აწარმოებს მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალას, ახორციელებს სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებას და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას.

გამოცემა Novinky.cz-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გახდა „ერთ-ერთ საამქროში წარმოების ტექნოლოგიის დარღვევა“.

2014 წელს ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საცავებში აფეთქებების ორი სერიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, Imex Group-ის თანამშრომლები. 2021 წლის გაზაფხულზე, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია დანაშაულში ეჭვმიტანილების შესახებ. ესენი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს, 29155-ე ქვედანაყოფის თანამშრომლები. იმის გამო, რომ პრაღა დარწმუნებულია აფეთქებაში მათ მონაწილეობაში, ჩეხეთიდან გააძევეს რუსეთის 18 დიპლომატი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ, გრუ-სა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. საპასუხოდ მოსკოვიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG