Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა - სააგენტოს თქმით, ფრესკები არ დაზიანებულა

სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა - სააგენტოს თქმით, ფრესკები არ დაზიანებულა


სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა

სვეტიცხოველში, ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 22 მარტს განაცხადა, რომ „უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია“.

23 მარტს ტელეკომპანია „პირველს“ ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ ზაზუნაშვილმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა:

„ჩავიდა აფრების გარე გადახურვიდან. ჩაჟონა. ეგ ჩასვლა არ არის“.

კითხვაზე, რატომ ჩაჟონა წყალმა ამ ადგილას, მან განაცხადა:

„ეგ ისეთი ადგილია, ყოველი რყევების შემდეგ ნაპრალებს იჩენენ. ახლა ბოლოს რომ იყო სომხეთში მიწისძვრა, აქაც ხომ შეარყია, შეიძლება, ამის გამო [მოხდა]“.

სააგენტოს 22 მარტის განცხადებით, ტაძარს ან ფრესკებს „რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება“.

22 მარტის განცხადების თანახმადვე:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები „დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად“
  • „სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“.

23 მარტს დამატებითი განცხადება სააგენტოს ჯერ არ გაუკეთებია, გარდა ზაზუნაშვილის კომენტარისა, რომ „ეგ მარტივი საქმეა, უცებ გაკეთდება“.

XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG