რომის პაპ ფრანცისკეს კვირას გაწერენ რომის საავადმყოფოდან, განაცხადა შაბათს გამართულ ბრიფინგზე პროფესორმა სერჯო ალფიერიმ. ის ხელმძღვანელობს პონტიფექსის მკურნალ ექიმთა საბჭოს.
თებერვლის შუა რიცხვებში კათოლიკური ეკლესიის 88 წლის წინამძღვარი კლინიკა „ჯემელიში“ იქნა ჰოსპიტალიზებული რესპირატორული ინფექციით და, როგორც ცნობილია, გარკვეული ხნის განმავლობაში სიკვდილის პირას იმყოფებოდა.
ფრანცისკე კვირას აპირებს პირველად გამოჩნდეს საჯაროდ. ის საავადმყოფოს ოთახის ფანჯრიდან ილოცებს მორწმუნეებთან ერთად, რომლებიც მას საავადმყოფოს გარეთ ელოდებიან, იტყობინება Vatican News. ამის შემდეგ მას შინ მკურნალობაზე გადაიყვანენ ვატიკანში, წმ. მართას სახლში. რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი თვე დასჭირდება.
ფორუმი