Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას სამკაციანი ოჯახი ემსხვერპლა

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას სამკაციანი ოჯახი ემსხვერპლა


ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგები. 21 მარტი, 2025.
ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგები. 21 მარტი, 2025.

წუხელ ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად სამკაციანი ოჯახი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგონა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს თავს დაესხა 12 მოიერიშე დრონი. მათ დააზიანეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო საცხოვრებელი სახლები, მანქანები, საბავშვო ბაღი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი ბავშვი.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 21-22 მარტის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინას შეუტია „შაჰედის“ ტიპის 179 დრონითა და დრონის იმიტატორით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებულია 100 დრონი, 63 კი უსაფრთხოდ ჩამოვარდა. თავდასხმა შეეხო ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და კიევის ოლქებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მოსკოვი მთელი ომის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG