Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
Welt: ჩინეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს ომის შეწყვეტის შემდეგ

Welt: ჩინეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს ომის შეწყვეტის შემდეგ


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯარს ათვალიერებს. მაკაო, 20 დეკემბერი, 2024.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჯარს ათვალიერებს. მაკაო, 20 დეკემბერი, 2024.

ჩინელმა დიპლომატებმა ევროკავშირს მიმართეს თხოვნით, რომ ჩინეთმა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალებში. ინიციატივაში ჩინეთის მონაწილეობამ შესაძლოა გაზარდოს მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა, იუწყება გერმანული გამოცემა Welt am Sonntag წყაროებზე დაყრდნობით.

„ჩინელი დიპლომატები ბრიუსელში ცდილობდნენ მოსინჯვას, იქნებოდა თუ არა ევროპული პერსპექტივიდან ასეთი ნაბიჯი წარმოსადგენი და სასურველიც კი“, ნათქვამია გამოცემაში.

მსურველთა კოალიციაში ჩინეთის ჩართვამ შესაძლოა გაზარდოს იმის ალბათობა, რომ რუსეთი დათანხმდება სამშვიდობო ძალების ყოფნას უკრაინაში, აცხადებენ გაზეთის წყაროები ევროპულ დიპლომატიურ წრეებში.

ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიციის შექმნა - ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში გაგზავნონ ჯარისკაცები - მარტის დასაწყისში გამოცხადდა ლონდონში ევროპული სახელმწიფოების სამიტის შემდეგ. მაშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისიას უხელმძღვანელებენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოალიციის სამიტი 27 მარტს არის დაგეგმილი.

კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიუღებლად მიიჩნევს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავის მხრივ, თქვა, რომ რუსეთს არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებას, თუ კიევის ხელისუფლება მათ მიიწვევს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალები შეიძლება შედგებოდეს როგორც ევროპული, ისე არაევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისგან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG