Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ვგმობთ ამ კანონს, ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებელი პრესისათვის - CPJ „FARA-ს ქართულ ასლზე“

ვგმობთ ამ კანონს, ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოს დამოუკიდებელი პრესისათვის - CPJ „FARA-ს ქართულ ასლზე“


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ახალი შემზღუდავი კანონის გამო
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ახალი შემზღუდავი კანონის გამო

ამერიკული „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტების ახალი კანონის მეორე მოსმენით მიღების გამო.

საუბარია აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, FARA-ს „სიტყვა-სიტყვით თარგმანზე”, რომელიც, „ქართული ოცნების“ თანახმად, საქართველოს მოარგეს.

„ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული მმართველობის პირობებში, FARA-ს დებულებებმა და სისხლის სამართლებრივმა სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედიის ადვოკატირების ჯგუფები“, - განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს კანონპროექტი „დიდი ალბათობით, კანონად იქცევა აპრილში და შეუქმნის ეგზისტენციურ საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებელ პრესას“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „FARA-ს ასლი“ პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო.

არჩილ გორდულაძემ, სადავო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა:

„[კანონპროექტის] მიზანია, გამჭვირვალე გახდეს უცხოური პრინციპალისგან, უცხო ძალისგან ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, გადახდილი თანხების შესაბამისად დაფინანსებული მოქმედებები, პროგრამები და განხორციელებული საქმიანობა“.

კანონის სამიზნეები აცხადებენ, რომ ამერიკული ვერსიიდან თარგმნილი FARA, სამართლიან გარემოში, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა და ვერც მედიაორგანიზაციებს, მაგრამ საქართველოში ყველაფერს მოელიან - სამოქალაქო სექტორის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებებისა და „მიტაცებული სასამართლოს” პირობებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG