Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელის მთავრობამ კენჭი უყარა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დათხოვნას

ისრაელის მთავრობამ კენჭი უყარა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დათხოვნას


რონენ ბარი
რონენ ბარი

ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის, Shin Bet-ის, იგივე Shabak-ის ხელმძღვანელის, რონენ ბარის გადაყენებას. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა Shin Bet-ის ხელმძღვანელი. ის თანამდებობაზე 10 აპრილამდე ან ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე დარჩება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი იყო ბარის მიმართ არსებული უნდობლობა, რაც, მისი თქმით, არსებითია მიმდინარე ომის კონტექსტში.
ბარი შეხვედრას არ ესწრებოდა. მან გაგზავნა წერილი, რომელშიც გამოხატა უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილების გამო და წერდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების გასაჩივრება ისრაელის უზენაეს სასამართლოში სურს.

ნეთანიაჰუსა და ბარს შორის ურთიერთობები შეფასებულია, როგორც დაძაბული იმ შეცდომების სადაზვერვო გამოძიების ფონზე, რომლებმაც გამოიწვია თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს.

თავდასხმის შედეგად, რასაც ისრაელის საპასუხო ომი მოჰყვა ღაზის სექტორში, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა, 250-მდე კი მძევლად წაიყვანეს ღაზის სექტორში.

ნეთანიაჰუს ოპონენტები ისრაელში თვლიან, რომ მას შეუძლია ბარი შეცვალოს თავის მიერ დანიშნული პირით, რომელიც შეაჩერებს გამოძიებას.

ისრაელში ბარის გადადგომის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. ათასობით ისრაელელი იერუსალიმის ქუჩებში გამოვიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო Shin Bet-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG