აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სტუდენტებითა და მასწავლებლებით გარშემორტყმულ ცერემონიაზე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც გააუქმებს განათლების ფედერალურ დეპარტამენტს.
ეს გადაწყვეტილება, Reuters-ის თანახმად, იყო ტრამპის საარჩევნო დაპირებების ნაწილი.
დადგენილება განათლების სექტორის თითქმის სრულ კონტროლს გადასცემს შტატებსა და ადგილობრივ
საბჭოებს. სააგენტოს სრული დახურვისთვის საჭირო იქნება აშშ-ის კონგრესის შესაბამისი აქტი, რისთვისაც ტრამპს არ ექნება საკმარისი ხმები კანონმდებლებისგან, წერს Reuters-ი.
„ჩვენ ვაპირებთ დავაბრუნოთ განათლება ძალიან მარტივად იმ შტატებში, სადაც მას ეკუთვნის“, - თქვა ტრამპმა, რომელმაც გადაწყვეტილებას სწორი უწოდა და დასძინა, რომ ის უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ დეპარტამენტის ლიკვიდაცია გააუმჯობესებს სტუდენტების ტესტირების შედეგებს და დაზოგავს ფულს, მაგრამ დემოკრატები და ამ ნაბიჯის სხვა ოპონენტები მიიჩნევენ, რომ იგი ყველაზე დაუცველ სტუდენტებს დააზარალებს.
ბრძანებულება, რომელიც გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უახლესი გადაწყვეტილება სამთავრობო უწყებების მუშაობის რადიკალურად რესტრუქტურიზაციასა და ხარჯების შემცირებაზე, გასულ კვირას განათლების დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა, რომ ათავისუფლებს თანამშრომელთა თითქმის ნახევარს.
ფორუმი