უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები დაესწრებიან მოლაპარაკებას, რომელშიც შეერთებულ შტატები და რუსეთი მიიღებენ მონაწილეობენ, მაგრამ არ იქნებიან იმავე ოთახში, სადაც რუსეთი.
კრემლის განცხადებით, რუსი და ამერიკელი ექსპერტები 24 მარტს საუდის არაბეთში შესაძლო სამშვიდობო
შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ ტრანსპორტის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის გზებზე შავ ზღვაში. "იქ იქნება ტექნიკური ჯგუფები", - თქვა ზელენსკიმ ნორვეგიაში ვიზიტის დროს.
"სტრუქტურა არის შემდეგი: იქნება უკრაინისა და ამერიკის შეხვედრა და შემდეგ გარკვეული “მისვლა-მოსვლის” დიპლომატია, როგორც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა თქვეს, ამერიკისა რუსეთთან", - განაცხადა მან ნორვეგიის პრემიერთან, იონას გარ სტორესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
უფრო ადრე, 20 მარტს, ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, დაამტკიცონ უკრაინისთვის საარტილერიო შესყიდვებისთვის მინიმუმ 5 მილიარდი ევროს პაკეტი და გააგრძელონ ზეწოლა რუსეთზე.
ევროკავშირის სამიტზე თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არის "უბრალოდ ანტიევროპული, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტისთვის". იგი გულისხმობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის განცხადებების წინააღმდეგია.
სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ნორვეგია, უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მომხრენი არიან.
ნორვეგიამ, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, 6 მარტს განაცხადა, რომ წელს კიევს ფინანსურ მხარდაჭერას გაუორმაგებს 8,03 მილიარდ დოლარამდე.
ნორვეგია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დააფინანსოს უკრაინისადმი გაზრდილი მხარდაჭერა საკუთარი ხაზინიდან.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი ექსპერტები 24 მარტს საუდის არაბეთში იქნებიან, მან ევროპას მოუწოდა, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე

ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი