Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კვლავ უცნობია, დაეკისრა თუ არა ბექაურს პასუხისმგებლობა ლომის ბოკვრის ყოლისთვის - უკვე სამი თვე გადის

კვლავ უცნობია, დაეკისრა თუ არა ბექაურს პასუხისმგებლობა ლომის ბოკვრის ყოლისთვის - უკვე სამი თვე გადის


2024 წლის 26 დეკემბერს ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა.
2024 წლის 26 დეკემბერს ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა.

26 მარტს 3 თვე გავა მას შემდეგ, რაც ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში მიიყვანა. ამ პერიოდის განმავლობაში, რადიო თავისუფლება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში უშედეგოდ ცდილობს გაარკვიოს, დადგა თუ არა ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობა და რა ტიპის.

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს. სამინისტროს პრესსამსახურში ლაშა ბექაურისა და ლომის ბოკვრის საკითხზე დასმულ კითხვას არ პასუხობენ.

ამ კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება:

  • თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს;
  • ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფთ;
  • გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით.

2024 წლის 26 დეკემბერს, როცა ლაშა ბექაურმა ბოკვერი ზოოპარკში მიიყვანა, მასთან ერთად იყო სამინისტროს დაქვემდებარებული „გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის“ თანამშრომელი. შესაბამისად, უწყებისთვის ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციიდან არ არის ცნობილი.

ლომი მტაცებელი ცხოველია, რომელიც იკვებება ხორცით. ის საშიშია ადამიანებისთვის - ზოოპარკებში მისი ნახვა შესაძლებელია ვოლიერებში, რომელთან მიახლოებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს არ აქვს მთელი რიგი საბუთები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG