„ჩვენი ურთიერთობების მტკიცე და პოზიტიური დინამიკა, რომელიც სპორტული და კულტურული კავშირებით კიდევ უფრო მყარდება, ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ისტორიული კავშირების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და წვლილს შეიტანს საერთო წარმატებაში“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ირაკლი კობახიძემ.
ფაშინიანიც და კობახიძეც სომხეთში სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან, რომელიც დღეს, 20 მარტს, იმართება.
ირაკლი კობახიძე სომხეთში წელს უკვე იმყოფებოდა. 30 იანვარს ის „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე“ დასასწრებად ჩავიდა და ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა.
საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, - საერთაშორისო იზოლაციის სულ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას. სომხეთი, - აზერბაიჯანთან ერთად, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ფორუმი