Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გურიაში ავტოავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გურიაში ავტოავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა


ლანჩხუთში 15 წლის მოზარდი ავარიას ემსხვერპლა
ლანჩხუთში 15 წლის მოზარდი ავარიას ემსხვერპლა

გურიაში, ლანჩხუთში დღეს, 14 მარტს ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით).

უცნობია, მძღოლი დააკავეს თუ არა - პრესცენტრის თანახმადვე, ადგილზე ამჟამად [19:15] იმყოფებიან შსს-ის თანამშრომლები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG