Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ორგანიზებისთვის - ერდოანი

თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების ორგანიზებისთვის - ერდოანი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მზადაა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიან მოლაპარაკების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა.

„თურქეთის პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით პირველი დღიდან უკიდურესად მკაფიო იყო, ჩვენ არ გვსურს მეტი სისხლის ღვრა და გვსურს ორივე მხარემ დაასრულოს ომი სამართლიანი მშვიდობით“, - დაწერა ერდოანმა სოციალურ ქსელ X -ში.

მისივე განმარტებით „თუ უკანასკნელი მოვლენები რუსეთსა და უკრაინას საშუალებას მისცემს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დამყარებაში, მოლაპარაკებების ორგანიზების ჩათვლით“.

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების განახლების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯიდაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებულ განცხადებებს მაგრამ აშშ-ისგან ჯერ არ მიუღია საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსის შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ამ კვირაში გეგმავენ კონტაქტებს. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია მოთხოვნა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება „ძალიან სწრაფად მოეწყოს“.

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან "სწორედ ახლა" და დაამატა, რომ "ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული".

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG