საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს „საერთო ინტერესებისა და კრიზისული სიტუაციების მოგვარების მიმართულებით“.
რუსული მხარის თანახმად, მიაღწიეს შეთანხმებას დაზვერვის სამსახურების დირექტორებს შორის რეგულარული კონტაქტების შენარჩუნებაზე, მათ შორის „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის“ შემცირებაზე.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნარიშკინისა და რეტკლიფის საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ეს ამერიკულ და რუსულ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
2023 წელს ნარიშკინი ამბობდა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შორის კონსულტაციები გრძელდება, თუმცა ატარებს იშვიათ, მაგრამ რეგულარულ ხასიათს.
ნარიშკინსა და რეტკლიფს შორის სატელეფონო საუბარი 11 მარტს შედგა, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე, სადაც კიევი ვაშინგტონის წინადადებას დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.
ჯიდაში გამართული მოლაპარაკებებიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხის განსახილველად.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ამ კვირაში მოსალოდნელი სატელეფონო საუბრის შესახებ.
ფორუმი