Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
8 მარტის ღამით დონეცკის ოლქზე შეტევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

8 მარტის ღამით დონეცკის ოლქზე შეტევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც


უკრაინელი ჯარისკაცი რუსული ტანკის ფონზე დონეცკის რაიონში. ფოტო არქივიდან, 2022 წლის 22 ნოემბერი.
უკრაინელი ჯარისკაცი რუსული ტანკის ფონზე დონეცკის რაიონში. ფოტო არქივიდან, 2022 წლის 22 ნოემბერი.

შაბათს, 8 მარტის ღამეს, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე რუსული არმიის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.

„დაბნელების შემდეგ რუსებმა სამი შეტევა განახორციელეს ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი კორპუსი“, - წერს ჩინოვნიკი.

მან ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ მაშველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

ომამდე დობროპილიაში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი პოკროვსკიდან ჩრდილოეთით 20 კმ-ში მდებარეობს, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG