Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პარიზი გააგრძელებს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას უკრაინისთვის

პარიზი გააგრძელებს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას უკრაინისთვის


საილუსტრაციო ფოტო: ეიფელის კოშკი უკრაინის სახელმწიფოს დროშის ფერებში
საილუსტრაციო ფოტო: ეიფელის კოშკი უკრაინის სახელმწიფოს დროშის ფერებში

საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ, როცა კომენტარი გააკეთა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ასეთი ინფორმაციის გაზიარება უკრაინისთვის.

ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის დაზვერვა დამოუკიდებლად მოქმედებს და აქვს საკუთარი სადაზვერვო მონაცემები, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც გააგრძელებს. ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ამის გაკეთება ალბათ უფრო რთული იქნება, რადგან ის შეერთებულ შტატებთან საერთო სადაზვერვო ალიანსის ნაწილია.

მანამდე Financial Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, რამაც შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს.

გაზეთი Daily Mail-ი ადრე წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლონდონს აუკრძალა კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება. ხუთშაბათს გაზეთი ასევე წერდა, რომ ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გარეშე, ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები უკრაინისთვის არსებითად "უსარგებლო" გახდა.

შეერთებულმა შტატებმა კიევის დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შელაპარაკება მოუვიდა ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კიევისთვის დაზვერვისა და სხვა სამხედრო დახმარების გადაცემის მორატორიუმის კომენტირებისას, ნათლად განაცხადეს, რომ აკრძალვა მალე შეიძლება გაუქმდეს, თუ უკრაინა აქტიურად ჩაერთვება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო პროცესში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG