Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა


ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და კირ სტარმერი (მარჯვნივ)
ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და კირ სტარმერი (მარჯვნივ)

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა. სტარმერის თქმით, ლონდონი უკრაინას "იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა", - იუწყება BBC.

ზელენსკი ლონდონში პარასკევს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ უკრაინას რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.

სტარმერსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთმა უკრაინისთვის 2.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (3.2 მილიარდი დოლარი) ოდენობით ახალი სესხი დაამტკიცა.

კვირას ზელენსკი შეხვდება ბრიტანეთის მონარქ ჩარლზ მესამეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG