Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უამინდობის გამო ზუგდიდისა და ფოთის სკოლებში სწავლა შეჩერდა

უამინდობის გამო ზუგდიდისა და ფოთის სკოლებში სწავლა შეჩერდა


სამეგრელოში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.
სამეგრელოში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.

უამინდობის გამო, აჭარის მუნიციპალიტეტის გარდა, სწავლა შეჩერდა სამეგრელოში - ფოთსა და ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან სამში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა.

როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა - სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნისა და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში.

მისი თქმით, უხვი ნალექისა და მოყინული გზების მიზეზით მოსწავლეები სკოლაში მისვლას ვერ ახერხებენ.

მისი სიტყვებით, მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ სწავლა არ გადადებულა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.

24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდა ფოთის საჯარო სკოლებშიც.

ფოთის მერიის ცნობით, „უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება“.

მერიების ცნობით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG