Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკიმ გააჩერა აშშ-თან ტრამპის მეთაურობით მინერალების გარშემო მიღწეული შეთანხმება

ზელენსკიმ გააჩერა აშშ-თან ტრამპის მეთაურობით მინერალების გარშემო მიღწეული შეთანხმება


ვოლოდიმირ ზერლენსკი და დონალდ ტრამპი. კოლაჟი იშვიათ მიწათა მინერალების გამოსახულების ფონზე
ვოლოდიმირ ზერლენსკი და დონალდ ტრამპი. კოლაჟი იშვიათ მიწათა მინერალების გამოსახულების ფონზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 15 თებერვალს განაცხადა, რომ მან გააჩერა დონალდ ტრამპის ინიციატივით წამოწყებული შეთანხმება, რომელიც აშშ-ს მისცემს წვდომას უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივ რესურსებზე უკრაინაში, რადგან მას არ გააჩნია "უსაფრთხოების გარანტიები" კიევისთვის და "ჩვენ არ გვიცავს".

"მე არ მივეცი მინისტრებს უფლება, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რადგან ის მზად არ არის. ჩემი აზრით, ის არ გვიცავს. ის არ არის მზად დაგვიცვას ჩვენ, და ჩვენი ინტერესები", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

მან დასძინა, რომ შეთანხმება უნდა იყოს "დაკავშირებული უსაფრთხოების გარანტიებთან" და რომ "ამ კავშირს ჯერ დოკუმენტში ვერ ვხედავ. ის ცხადი უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია".

ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს უთხრა: “ჩვენ გვსურს უკრაინას შევუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა [მინერალებით] და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ.”

უკრაინის გეოლოგიური კვლევის თანახმად, უკრაინას დიდი რაოდენობით გააჩნია იშვიათ მიწათა მინერალები. იშვიათ მიწათა მინერალების ნაირსახეობა 17 მინერალისაგან შედგება. მათზე მზარდი მოთხოვნაა ბატარეებისთვის, კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისა და ელექტრომანქანებისთვის, იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგი შეფასებით, უკრაინის ლითიუმის დეპოზიტები მილიარდობით დოლარის ღირებულებისაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG