Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალბინ კურტი აცხადებდა, რომ არ აპირებს კოალიციის ფორმირებას სხვა ძალებთან.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალბინ კურტი აცხადებდა, რომ არ აპირებს კოალიციის ფორმირებას სხვა ძალებთან.

9 თებერვალს კოსოვოს რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია "თვითგამორკვევამ", მაგრამ საბოლოო შედეგების თანახმად, მას კოალიციის შექმნა მოუწევს, მიუხედავად წინასაარჩევნო განცხადებისა, რომ არავისთან შეკრავდა მას.

თითქმის ყველა ოქმის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის პარტია ხმების 41%-ით იგებს. ოპოზიციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ "კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას" და "კოსოვოს დემოკრატიულ ლიგას" შესაბამისად ხმათა 22,4% და 17,6% აქვთ. მეოთხე ადგილზეა კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა "ალიანსი კოსოვოს მომავლისთვის". არჩევნებში ასევე მონაწილეობდა პარტია "სერბთა სია", რომელსაც მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთის რეგიონის იმ ოლქებში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ კომპაქტურად.

საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ გამარჯვებული პარტია დააკომპლექტებს ქვეყნის მომავალ მთავრობას, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, ვისთან აპირებს კოალიციაში შესვლას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG