Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულებს შორის არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა

"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს - დაკავებულებს შორის არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა


"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს.
"თბილისი მოლთან" აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს.

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო - ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტილი არ ყოფილა ავტომობილებისთვის.

საღამოს 6:48 წუთისთვის, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი - ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე, ასევე - დიმა ბიძინაშვილი.

მოქალაქეების დაკავების დაწყების დროისთვის, გზის საავტომობილო ნაწილი ნაწილობრივ პოლიციას ჰქონდა დაკავებული და მოქალაქეები მხოლოდ ერთ ზოლზე იყვნენ.

"თბილისი მოლთან" 2 თებერვალს აქციის გამართვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის გამზირი 31 იანვარს სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის პატიმრობაა გათვალისწინებული. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG