Accessibility links

მზია ამაღლობელის საქმე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს


ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.“
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.“

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არაერთი ოფიციალური უწყების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისა და ასობით ჟურნალისტის მსგავსად, ითხოვს, გათავისუფლდეს საქართველოში პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი.

„[დღეს] სახელგანთქმული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა“, - წერს ნორვეგიის საგარეო სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

„გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა“, - აცხადებს სამინისტრო.

29 იანვარსვე ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, რომელიც ციხეში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
  • ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
  • უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG