Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სერბეთის პრემიერი გადადგა სტუდენტთა გამოსვლების ფონზე

სერბეთის პრემიერი გადადგა სტუდენტთა გამოსვლების ფონზე


სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი
სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი

სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო.

თავიდან დემონსტრანტები მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვდნენ, მაგრამ მოგვიანებით, როცა ხელისუფლებამ ეს არ შეასრულა, წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნები.

სტუდენტთა მოთხოვნებს შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG