Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება რეიდები არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ-WSJ


Wall Street Journal-ი თანახმად ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შეიძლება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში განხორციელდეს
Wall Street Journal-ი თანახმად ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შეიძლება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში განხორციელდეს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 21 იანვარს, ინაუგურაციისთანავე, ჩიკაგოში მასშტაბური საიმიგრაციო რეიდის დაწყებას გეგმავს. ოპერაცია ერთი კვირა გაგრძელდება და მიზნად ისახავს არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირებასა და დეპორტაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეიდის ჩასატარებლად დაგეგმილია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომლის მობილიზება. რეიდის მთავარი სამიზნე იქნება კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები, მათ შორის ისინიც, ვინც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები ან ჩაიდინა სხვა დანაშაულები, რომლებსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დევნისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევდა.

ჩიკაგო ასეთი რეიდისათვის აირჩიეს ორი მიზეზის გამო: თავისი შედარებით ლოიალური წესების გამო ქალაქი მიგრანტების დიდ რაოდენობას იზიდავს, ხოლო დონალდ ტრამპსა და ქალაქის მერს, დემოკრატ ბრენდონ ჯონსონს შორის დიდი ხნის საზოგადოებრივი დაპირისპირება არსებობს.

Wall Street Journal-ი თანახმად ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შეიძლება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში განხორციელდეს.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ დაიწყებს "ყველაზე დიდ დეპორტაციის პროგრამას შეერთებული შტატების ისტორიაში", რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნიდან 15-დან 20 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას. არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას თეთრ სახლში პირველივე დღიდან დაიწყებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG