Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი თბილისთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს - შვედი დეპუტატი


გუსტავ გოტბერგი: „ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას
გუსტავ გოტბერგი: „ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას

შვედეთის პარლამენტის წევრის, გუსტავ გოტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ტიპის კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან.

„ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას და გამოდის მოწოდებით, საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“, - აცხადებს გოტბერგი, რმელიც შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრია.

„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს შვედი პარლამენტარი.

შვედეთის მთავრობამ 2024 წლის 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოსთან წყვეტდა ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას.

პარალელურად, შვედეთმა 25 მილიონი კრონი (დაახლოებით 2 170 000 ევრო) გამოყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

„საქართველოში განვითარებული [მოვლენები] უკვე გარკვეული პერიოდია ძალიან საგანგაშოა. ამას აძლიერებს ცნობები დარღვევებზე, რომლებიც გაავრცელეს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა შაბათის საპარლამენტო კენჭისყრიდან“, - განაცხადა შვედეთის განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენიამინ დუსამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG