Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღარო პოკროვსკზე რუსეთის იერიშის წინ


სამხედრო ჯავშანმანქანა გვერდს უვლის ქალაქ პოკროვსკის შესასვლელის წინ აღმართულ წარწერას დონეცკის ოლქში.
სამხედრო ჯავშანმანქანა გვერდს უვლის ქალაქ პოკროვსკის შესასვლელის წინ აღმართულ წარწერას დონეცკის ოლქში.

შეტევაში მყოფი რუსეთის ჯარების მოსალოდნელი იერიშის წინ, უკრაინის არმიამ ააფეთქა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მახლობლად მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვანახშირის მაღარო. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს.

მაღარო, რომელშიც კოქსის ნახშირს მოიპოვებდნენ, ნედლეულით უზრუნველყოფდა მეტალურგიულ წარმოებას.

როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსის" მასალაშია აღნიშნული, მისმა დახურვამ შესაძლოა ქვეყანაში ფოლადის წარმოება გაანახევროს - 2023 წელს მაღარომ 3,2 მილიონი ტონა ნახშირი აწარმოვა.

ზაფხულში ქვანახშირის წარმოება თითქმის მესამედით, დღეში 7000 ტონამდე შემცირდა. დეკემბრის შუა რიცხვებისთვის, მაღარო დღეში 2000 ტონა ნახშირს აწარმოებდა. მუდმივი დაბომბვისა და ენერგიის დეფიციტის გამო დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მაღაროში მუშაობა შეუძლებელი გახდა. უკრაინელი მაღაროელები შახტში მიწისქვეშა გვირაბებით შედიოდნენ და უკან კონვეიერის ლენტებზე ჩამომსხდრები ბრუნდებოდნენ.

უკრაინის სამხედრო სარდლობა შიშობდა, რომ რუსეთის არმიას შეეძლო ზურგიდან შემოევლო უკრაინელთა პოზიციებისათვის და ზურგიდან დაერტყა მათთვის. როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს, უკრაინელმა სამხედროებმა მაღარო დანაღმეს და 20 დეკემბერს ააფეთქეს. ასაფეთქებელი ნივთიერებები დაამონტაჟეს ასევე ორ სხვა მაღაროში, რომლებსაც უკრაინის არმია აკონტროლებს. მაგრამ უცნობია, ააფეთქეს თუ არა ისინი.


რუსეთის არმია ქალაქ პოკროვსკიდან რამდენიმე კილომეტრშია და ცდილობს გარს შემოუაროს მას. ქალაქი არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი დონეცკის რეგიონის დარჩენილ ნაწილში ლოგისტიკით უზრუნველყოფს უკრაინელ სამხედროებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG