11 იანვარს სოხუმში კაფე "ბისკვიტის" სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ერთი მსროლელი მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოავლინა და დააკავა ეჭვმიტანილი.
"ეხო კავკაზა" ტელეკომპანია Apsua TV-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გრძელდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი და კრიმინოლოგები.
ფორუმი