ავტორი: მზეო შველიძე
თუ შფოთვას განვიხილავთ ინფორმაციად, რომელიც ჩვენს გონებას, როგორც ,,სდექ!" სიგნალი ისე მიეწოდება, უნდა ივარაუდოთ, რომ უსაფრთხოება თქვენი პიროვნების ყველა სტრუქტურულ დონეზე მთავარია.
იდი, ეგო, სუპერ ეგო, რას ფიქრობენ ისინი, როცა უწყინარი ძაღლი გიახლოვდებათ. შფოთავთ ნევროტულად თუ რეალისტურად, თავს გრძნობთ მთლიან პიროვნებად თუ ისე იღრვევით, როგორც ძველი ფერდაკარგული ქსოვილი.
ალბათ იცით, რომ უწყინარი ძაღლის დანახვა და თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც დაწყებული ცვლილებები ზუსტად ერთნაირად მოქმედებს მასზე ვისი ეგოც ზედემეტად მგრძნობიარე სწორედ უსაფრთხოების საკითხების მიმართაა.
გადაჭარბებული ფიქრი მომავლისა და უსაფრთხოების საკითხებზე მენტალური პრობლემებით დაავადებულუ ადამიანებს არ ეხება.
ვშფოთავთ, მოსალოდნელი ცვლილებებისა და გაურკვეველი მომავლის პირისპირ. გვეჩვენება რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხდება, საბოლოოდ კი დავინახავთ, რომ ნესვი მკვახე აღმოჩნდა.
ცხადში, რომ გაერკვეთ ჯერ მთელი უნდა შეისწავლოთ და არა მეოთხედი ნაწილი. ძველმა ხალხებმა იცოდნენ, რომ აზრიდან აზრი არ გამომდინარეობს.
საზრისი, რომლის ახსნაც შეიძლება ასე გამოიყურება: წარსული მხოლოდ მოგონებაა, მომავალი კი მხოლოდ წარმოსახვა. მაშ, რა გამოდის ცვლილებები მხოლოდ აწმყოში იბადება და აწმყოშივე შეიცნობა?!
რა საჭიროა წინასწარი შფოთვა და დაძაბულობა. ის რაც დღეს შესაძლო ცვლილებები გვგონია იქნებ უბრალოდ მისი მოდიფიცირებაა.
ფორუმი