Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე


რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატორ ჯონ თუნის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ „ტრამპის დღის წესრიგზე“ „ძლიერებით მშვიდობის“ მისაღწევად, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ჩათვლით - მან ეს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში ჯო უილსონი ამბობს რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები:

„სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით, - თქვა უილსონმა, - ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე".

გასული დღეების განმავლობაში კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - დაწერა მან 26 დეკემბერს, აშშ-ის ხაზინის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინა დღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG