Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პარლამენტში ვერ მოხერხდა ახალი მმართველი კოალიციის შექმნა


კოალიციური შეთანხმების მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება
კოალიციური შეთანხმების მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის პარლამენტმა მმართველი კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. მოლაპარაკებები, რომელიც კოალიციის ფორმირების თაობაზე ნოემბრიდან მიმდინარეობს, ჩიხში შევიდა. პარასკევს, ლიბერალური პარტია NEOS-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ტოვებენ მოლაპარაკებებს.

მანამდე პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ NEOS-ი და ორი ცენტრისტული პარტია - ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ), შექმნიდნენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც შეძლებდა ეფექტურად შეწინააღმდეგებოდა მემარჯვენე პოპულისტურ, ავსტრიის თავისუფლების პარტიას (FPÖ), რომელმაც სექტემბრის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, NEOS-ის ლიდერმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და საგადასახადო პოლიტიკა.

პოლიტოლოგების პროგნოზების თანახმად, მოვლენები ახლა ორი გზით შეიძლება განვითარდეს. ავსტრიის სახალხო პარტია (ÖVP) და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ) შეეცდებიან შექმნან ორპარტიული კოალიცია. მათ ერთად აქვთ 92 ადგილი 183 ადგილიდან პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ უმრავლესობა მხოლოდ ერთი მანდატის სხვაობით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG