"ეს არიან ჩვენი სამხედროებიც და სამოქალაქოებიც. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე - სახლში ყოფნის სიხარული”, - აღნიშნავს ზელენსკი თავის ტელეგრამ-არხში.
მანამდე, გასული წლის ბოლოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ 30 დეკემბერს უკრაინაში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი 189 მოქალაქე.
დეკემბრის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლა, მაგრამ უკრაინის ლიდერმა ამაზე უარი თქვა. ტყვეთა მორიგი გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
ფორუმი