Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცნობით, ნიკოლაევსკის ოლქში ღამით ჩამოაგდეს ცხრა დრონი


ფოტო არქივიდან. საჰაერო იერიში
ფოტო არქივიდან. საჰაერო იერიში

უკრაინის ნიკოლაევსკის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით ჩამოაგდო ცხრა დრონი - ტელეგრამით იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი.

კიმის თანახმად, დრონების ერთ-ერთი სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტი. დრონის ნატეხების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი საწარმოს ტერიტორიის ადმინისტრაციულ შენობაში, დაიჭრა ერთი პირი.

ქალაქ ოჩაკოვში შაბათს "შაჰედის" ტიპის დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამეურნეო ნაგებობებს და რეკრეაციისთვის განკუთვნილ სახლს, იქ დაშავებულები არ არიან - წერს კიმი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა ასევე გაუშვა ექვსი საზენიტო რაკეტა. განცხადებაში დაზუსტებული არ არის, მათი სამიზნე საჰაერო იყო თუ სახმელეთო.

რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მისი არმია სრულმასშტაბიან ომში მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ქალაქების და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG