დაკავებულთა ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობს სახალხო დამცველის აპარატი.
პოლიციის განმარტებით, დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნაზე წინააღმდეგობა გაუწიეს.
პარლამენტთან მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მისთვის "წითელი ბარათის" საჩვენებლად შეიკრიბნენ. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში და მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედია კი ცერემონიას სპეციალურად მოწყობილ პრესცენტრში ეკრანიდან ადევნებდა თვალს.
ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევენ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორთა დიდი ნაწილი.
ფორუმი