Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა


ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად განადგურებული სართული
ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად განადგურებული სართული

დღეს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში”. არის მსხვერპლი.

პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.

დილის 10 საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" ადგილობრივ „ოპერატიულ სამსახურებზე" დაყრდნობით დაადასტურა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება.

ამავე სააგენტოს ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დილით სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც. ამ ცნობას „ჭორი" უწოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიალომ და მოსახლეობას მიმართა, „ფეიკებს" ნუ ავრცელებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG