Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ: „გარკვეული წინსვლაა“ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებაზე


ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების ფოტოები თელ-ავივში მოწოდებით, გაათავისუფლონ ისინი. აპრილი, 2024 წელი
ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების ფოტოები თელ-ავივში მოწოდებით, გაათავისუფლონ ისინი. აპრილი, 2024 წელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეკემბერს განუცხადა, რომ „გარკვეული წინსვლაა“ მიღწეული მოლაპარაკებაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მისაღწევად.

„ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ, ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენ ვმოქმედებთ, რათა ისინი დავაბრუნოთ. მინდა ფრთხილად ვთქვა, რომ არის გარკვეული წინსვლა, და რომ არ შევწყვეტთ მოქმედებას, სანამ მათ შინ არ დავაბრუნებთ“, - უთხრა ნეთანიაჰუმ ქნესეთის წევრებს.

ბოლო დღეებში განახლდა მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე. ჰამასსა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება აშშ-ის, ასევე არაბული ქვეყნების შუამავლობით, უკვე თვეებია მიმდინარეობს. საქმე ეხება მათ შორის, მძევლების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.

ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ისრაელს შარშან ოქტომბერში შეუტია, რასაც 1200 პირი ემსხვერპლა, 250 კი მძევლად აიყვანეს.

მძევლების ნაწილი მოლაპარაკების შემდეგ ადრევე გამოუშვეს. დადასტურებულია მძევლების ნაწილის სხვადასხვა ვითარებაში სიკვდილი. ამ დრომდე ზუსტად არაა ცნობილი, რამდენი მძევალი გადარჩა, რომლებიც, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჰყავთ დატყვევებული. ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხოდ დაწყებულ ომს ღაზის სექტორში დღემდე 45 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG