რიუტემ გერმანულ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ზელენსკის არაერთხელ უთხრა, რომ შოლცის მიმართ კრიტიკა უნდა შეეწყვიტა, რადგან, მისი აზრით, ეს სამართლიანი არ არის. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, შთამბეჭდავია, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მასშტაბით გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა და ამისთვის კიევი მადლობელი უნდა იყოს.
კიევის უკმაყოფილებას იწვევს შოლცის უარი, უკრაინის არმიას გადასცეს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები Taurus-ი.
ზელენსკიმ შოლცი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა პანდორას ყუთი გახსნა.
2 დეკემბერს ოლაფ შოლცი ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია რჩება ევროპაში უკრაინის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად და დამატებით 650 მილიონი ევროს იარაღს მიაწვდის.
ფორუმი