Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა მოკრივე ოლექსანდრ უსიკმა დაამარცხა ბრიტანელი ტაისონ ფიური და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში


ოლექსანდრ უსიკი - მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ერ-ლიადი, 22 დეკემბერი, 2024 წელი
ოლექსანდრ უსიკი - მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ერ-ლიადი, 22 დეკემბერი, 2024 წელი

ბიბისი ისტორიულს უწოდებს კრივში შეხვედრას, როცა უკრაინელმა ოლექსანდ უსიკმა სძლია ბრიტანელ მეტოქეს, ტაისონ ფიურის და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში. მონაწილეებმა რეკორდული ჰონორარი - 190 მილიონი დოლარი მიიღეს.
მათ ნახევარი წლის წინაც გამართეს შეხვედრა ასევე ერ-რიადში და მაშინაც უსიკმა აჯობა მოწინააღმდეგეს.

22 დეკემბერის შეხვედრას მიმომხილველები რევანშის მცდელობად მიიჩნევდნენ.

უსიკი 1999 წლის მერე პირველი აბსოლუტური ჩემპიონია მძიმე წონაში. მას მძიმე წონაში კრივის ყველა მთავარი ორგანიზაციის - IBF-ის, WBO-ის, WBA-ისა და WBC-ის ჩემპიონის ქამრები აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა უსიკს გამარჯვება:" ჩემპიონის ტიტულის დაცვით, ოლექსანდრმა დაამტკიცა, ჩვენ უკრაინელები ჩვენსას არავის დავუთმობთ. რინგზე, ბრძოლის ველსა და დიპლომატიურ არენაზე, ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“ დაწერა ზელენსკიმ.

თავისი ერთ-ერთი წარსული გამარჯვება უსიკმა ბრიტანელ დანიელ დიუბუასთან, 2023 წელს უკრაინას და მის არმიას მიუძღვნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG