Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს


ალექსი თირქია
ალექსი თირქია

პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს. მისმა ბიძამ, იოსებ ჩანადირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

ალექსი თირქიამ კლინიკა გუშინ, 19 დეკემბერს, დატოვა. ის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სახლში განაგრძობს მკურნალობას, შემდეგ კი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

„თვალი აქვს საოპერაციო და შუბლზე აკლია ძვლის ფრაგმენტი - საკმაოდ დიდი, რაც მოხვედრილმა საგანმა შეუმტვრია და თვალს ვერ ახელს. დიდი ალბათობით, დაზიანებული აქვს სამწვერა ნერვი, რომელიც პასუხს აგებს თვალის დახურვა-გაღებაზე.

მხედველობა აქვს, ოღონდ დაქვეითებული, შეიძლება აღდგეს თუმცა თვალს ახლა საერთოდ ვერ ახელს. გადაადგილება და საუბარი არ უჭირს“, - ამბობს ალექსის ბიძა.

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული მოხვდა. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და ამის შემდეგ დაზუსტდება, იყო თუ არა თირქიას დაზიანების მიზეზი ნამდვილად ე.წ. გაზის კაფსული.

იოსებ ჩანადირის ინფორმაციით, მისი კლინიკაში მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა და ოჯახმა მიიღო პირობა, რომ რეაბილიტაციის თანხებსაც სახელმწიფო გადაიხდის.

ასევე ნახეთ:

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

ფორუმი

XS
SM
MD
LG